ალექსანდრე მაკრახიძე: გაიტანონ სტალინის ძეგლი ჩემი კომპანიის ტერიტორიიდან

აპრილი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე თავისი კომპანიის ეზოდან სტალინის ძეგლის გატანას ითხოვს,  ამის შესახებ ალექსანდრე მაკრახიძემ რადიო ,,მოზაიკასთან“განაცხადა.

მისი განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულის შესახებ 8 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა, თუმცა ძეგლი ისევ ,,არქმშენსტუდია 2002“-ის ტერიტორიაზე ინახება.

,,2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააფორმა ხელშეკრულება ჩვენ კომპანიასთან და დავანგრიეთ ძეგლი. ჩემთვის არავის უკითხავს, მოიტანეს და დადეს ჩვენთან. მე პირადად სტალინს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ 8 წლის მანძილზე ამ ძეგლის სანახავად იმდენი ხალხი მიდი-მოდის, რომ ვწუხდებით ჩვენც. ვითხოვთ, გაიტანონ ეს ძეგლი და დადგან, სადაც საჭიროა. უკვე აღარ ვიცი, მოვესწრები თუ არა იმ დღეს, რომ ამ ძეგლს გაიტანენ ჩვენი ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ალექსანდრე მაკრახიძემ.

Read 3801 times Last modified on Last modified on აპრილი 25 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი