Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 24 აპრილი 2018 10:26

ოსური მედიის ცნობით, საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო სასამართლომ ორი მოქალაქე გაათავისუფლა - ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

დე ფაქტო უწყების განცხადებით,  ისინი 19 და 20 აპრილს გამყოფი ხაზის სიახლოვეს რუსეთის სამხედროებმა დააკავეს.

31 წლის იოსებ დვალიშვილი და 66 წლის აკაკი მისირელი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ​

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დაკავებულებს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენეს.

Read 1505 times