უსუფაშვილი: ოკუპანტ სახელმწიფოს საქართველოში თავისი მისია ამოწურული არ აქვს

აპრილი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და საქრთველოში არსებულ საფრთხეებზე რადიო ,,მოზაიკას“ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, 7 წლიანმა საომარმა მოქმედებებმა გეოპოლიტიკური ვითრებებები გაართულა და გარკვეული სახის საფრთხეების წინაშე საქართველოც დააყენა. უსუფაშვილის აზრით, საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ომგამოვლილ მოსახლეობას შექმნილი მდგომარეობა შიშს და ღელვას უფრო მეტად უმძაფრებს.

,,საომარი მოქმედებები და ამ ტიპის საფრთხეების განცდა ძალიან მაღალია საქართველოში. რამდენიმე წლის წინანდელი და კიდევ იმის წინანდელის გამოც ჩვენ ტრავმირებულები ვართ საკმაოდ სერიოზულად. ამ ყველაფერს იმის განცდაც აღვივებს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს, თავისი ,,მისია“ ამოწურული არ აქვს საქართველოში. ეს არის საფრთხეების შემცველი და ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. სამწუხაროდ, საქართველოს კონტროლს მიღმაა, რაც სირიაში ხდება და არა მხოლოდ სირიაში, არამედ, მთელს რეგიონში. ამ ვითარებაში ჩვენ, ერთის მხრივ, ნებისყოფა უნდა მოვიკრიბოთ და დავძლიოთ შიშის თუ ხიფათის განცდა, რადგან ეს არაფერს შეცვლის. მეორეს მხრივ, ჩვენი ენერგიები უნდა მივმართოთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებისკენ. ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს არჩეული კურსი, ჩვენ გვყავს გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორები მსოფლიოში, ევროპის, აშშ-ს, ნატოს წევრი სახელმწიფოების სახით. ჩვენ გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან გარშემო, ერთის გარდა. ასე უნდა გავაგრძელოთ. ესაა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, სხვა გამოსავალი ამ პროცესიდან არ არსებობს“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

Read 1136 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი