Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 23 აპრილი 2018 11:02

გორის მერიის შენობის წინ მახათებს სიმბოლურ ფასად გაყიდიან

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მახათებს და სადგისებს სიმბოლურ ფასად გაყიდიან.

აქციის ორგანიზატორი გორელი ირაკლი ჟამურელია. მისი თქმით, აქციის პათოსი გორის მერიის მუშაობას სრულად ასახავს.

„ეს აქცია მიმართულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის უმოქმედობის და უუნარობის გასაპროტესტებლად. მახათები რეალურად ასახავს მათ მუშაობას. ზოგადად, მათი მუშაობა პარტიულ აქტივიზმს ვერ გაცდა. გორი ეკონომიკურ ჭაობშია ჩაძირული. ნაცვლად ამ მდგომარეობის გამოსწორებისა, მერიაში უფრო საკუთარი თავის პიარზე მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი ჟამურელმა

აქცია დღეს, 13 საათზე გაიმართება.

 

Read 6375 times Last modified on ორშაბათი, 23 აპრილი 2018 17:03