ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით წელს 22 პირი დააკავეს

აპრილი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობაში ცდომილება ჯამური ციფრის დაახლოებით  - 5-10%-ს შეადგენს.

შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ გასულ წელს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით 126 პირი დააკავეს.

Read 1327 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი