Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018 12:25

ახალგორელი აქტივისტი მისი დაპატიმრების საფრთხეზე საუბრობს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

Rate this item
(0 votes)

ჩემი დევნის საკითხს ქართული მხარე არცერთ საერთაშორისო ფორმატის შეხვედრაზე არ აყენებს და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოსური მხარის ზეწოლა შეწყდეს, - განაცხადა ახალგორელმა საქმოქალაქო აქტივისტმა რადიო ,,მოზაიკასთან“.

თამარ მეარაყიშვილი მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს და დახმარებას ითხოვს.

,,8 თვე შესრულდა, რაც ფაქტიურად ტყვეობაში ვარ - ორი საქმეა აღძრული სამხრეთ ოსეთის პროკურატურის მიერ ჩემ წინააღმდეგ. პირველი საქმისგან განსხვავებით (ცილისწამება პოლიტ. პარტიის), მეორე საქმე საშუალო სიმძიმისაა და პატიმრობას ითვალისწინებს. არცერთ საერთაშორისო ფორმატში ჩემი საკითხი არ დამდგარა. არ ვიცი,  რა ვიფიქრო“, - უთხრა რადიო ,,მოზაიკას“ თამარ მეარაყიშვილმა.

ახალგორელი აქტივისტი საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს და მოუწოდებს დაინტერესდნენ მისი საქმით და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მისი უფლებების დაცვაში, რომელიც მისი თქმით ყოველდღიურად ირღვევა.

რადიო "მოზაიკა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ უწყებამ ეს საკითხი ოთხმხრივ შეხვედრაზე უკვე დააყენა რამდენიმე თვის წინ და იგივეს გამეორებას მომავალშიც აპირებს. 

Read 1844 times Last modified on ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 16:10