Back to Top
ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018 11:10

საფეხბურთო კლუბმა ''გორმა'' საქართველოს თასი გამარჯვებით დაიწყო

Rate this item
(0 votes)

 

გორის გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის შეხვედრა, თბილისში ''ვარკეთილის'' წინააღმდეგ გამართა.

მატჩი შატილის სტადიონზე გაიმართა და გორელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი კურმაშვილმა მეორე დამატებით ტაიმში გაიტანა.ამ გამარჯვებით გუნდმა თასის პირველი ეტაპი გადალახა. მისი მომდევნო მეტოქე ხაშურის ''ივერია'' იქნება.

"მინდა მივულოცო ეს გამარჯვება ჩემს ფეხბურთელებს და ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს. რთული შეხვედრა გამოვიდა, რადგან დამატებით დროში გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა. კიდევ ერთხელ გამოავლინეს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა მებრძოლი ხასიათი. შეხვედრის მეორე ნახევარში უფრო საგრძნობი იყო ჩვენი უპირატესობა, გვქონდა საგოლე მომენტები და ვთვლი, რომ დამსახურებულად გავედით თასის შემდეგ ეტაპზე", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა დავით შუბითიძემ,

Read 1653 times Last modified on ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 16:10