Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 აპრილი 2018 13:57

აპრილის თვეში ჩუტყვავილას 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

Rate this item
(0 votes)

გორში არსებული სამედიცინო ცენტრების ინფორმაციით, აპრილში ჩუტყვავილას 10-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფექციის ძირითადი მატარებლები 6 წლამდე ბავშვები არიან. გორის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს მიმდინარე თვის მონაცემები ჯერ არ აქვს. მათი თქმით, ინფორმაცია კლინიკებისაგან თვის ბოლოს გადაეგზავნებათ.

პედიატრების განმარტებით, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა საქართველოში არ კეთდება, რადგან მიიჩნევა, რომ ეს ინფექცია შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

,, დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38 გრადუსამდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველ დღესვე კანზე ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ სწრაფად სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. შემდეგ სითხე შეიმღვრევა და ზოგჯერ ჩირქდება კიდეც. საბოლოოდ კი შრება და ქერქად გადაიქცევა. გამონაყარი ძირითადად პირსახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება. ყოველ ახალ გამონაყარზე ტემპერატურა მატულობს და ავადმყოფის მდგომარეობაც უარესდება.

ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.იშვიათად შეიძლება ჩუტყვავილამ მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. გართულებების თავიდან არიდების მიზნით, შესაბამისი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაშ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სპეციალისტთან ვიზიტი“, -ამბობს პედიატრი ლია გოჩაშვილი.

მარტის თვეში ჩუტყვავილას 32 შემთხვევაა აღრიცხული.

Read 1533 times Last modified on სამშაბათი, 17 აპრილი 2018 14:07