Print this page

ციხელაშვილი ტატუნაშვილის მკვლელობაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს

აპრილი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს,- ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.


მინისტრი არ აკონკრეტებს, დააყენებს თუ არა ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის მოთხოვნას ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ შეხვედრაზე.

„უნდა დაველოდოთ ამ გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა, დაინტერესება არის რომ ეს გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად ეფექტურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ზუსტი გარემოებები არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის. დაისმება ყველა ის საკითხი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ინტერესს, კერძოდ იმას, რომ გამოძიება ჩატარდეს ეფექტურად და გითხარით, რომ ყველა პლატფორმა აქამდეც და მომავალშიც გამოყენებული იქნება ამისთვის“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ გაირკვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შინაგანი ორგანოების გარეშე დაუბრუნეს, ამის გამო კი საქართველოში ცხედრის ექსპერტიზა ჭიანურდება.

Read 1653 times Last modified on Last modified on აპრილი 17 2018