ფოტოგრაფთა ნამუშევრები გორის მიწისქვეშა გადასასვლელში

აპრილი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავა და ერთ-ერთ კედელზე კლუბის წევრების ნამუშევრები გააკრა. 

კლუბის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი საპროტესტო და სამაგილითო აქტი, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ ქალაქის სისუფთავესა და გალამაზებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. 

"ჩვენ ვიკრიბებით და ვგეგმავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი დაგვესუფთავებინა. ჩამოგვეხსნა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები და იქ ჩვენი ნამუშევრები გაგვეკრა. ჩვენ ვცადეთ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ქალაქზე ზრუნვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. იგივე, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ქალაქის იერსახისთვის. ჩვენ ამ ფოტოებს გარკვეული პერიოდის მერე თავადვე ჩამოვხსნით. გარდა ამისა, ამით ჩენ სხვა შემოქმედებსც მივეცით მაგალითი, თუ როგორ მარტივად შეუძლიათ საკუთარი შემოქმედება ქალაქის გამრვალფეროვნებისთვის გამოიყენონ", - გვითხრა დემე თინიკაშვილმა. 

fotoebi miwisqvesha gori

 

 

Read 1350 times Last modified on Last modified on აპრილი 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი