58-ე არმიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სწავლებები დაასრულა

აპრილი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 58-ე არმიამ სამხედრო წვრთნები დაასრულა. ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა გაავრცელა.

პოლკოვნიკ ვადიმ ასტაფაევის განცხადებით, სწავლებები მიმდინარეობდა როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ისე ჩრდილო ოსეთის ტერიტორიებზე. წვრთნებზე სამხედროებმა წარმოსახვითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.

„სწავლებაში ჩართულნი იყვენენ სადაზვერვო, სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფები. გამოვიყენეთ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ნაღმსატყორცნები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. ასევე T-90A ტიპის ტანკები და BMP-3 -ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები“, - განაცხადა ასტაფაევმა.

წვრთნებში 2000-მდე ჯარისკაცი და 300 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. სწავლებებში ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიაც იყო ჩართული.

Read 1801 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი