საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით საკრებულომ სამი ნორმატიული აქტი დაამტკიცა

აპრილი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს სხდომაზე დღეს, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის ფარგლებში, შემუშავებული სამი ნორმატიული აქტი დაამტკიცეს.

გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის განმარტებით, ეს ნორმები ძირითადად, საბავშვო ბაღების თანამშრომლების ეთიკას, დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ სტანდარტებს ეხება.

"ეს ნორმატიული აქტები აზუსტებს შესაბამისი პოზიციის კვალიფიკაციას, მათ ფუნქციურ დატვირთვას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მიღება. ჩვენ გვაქვს სამუშაო ჯგუფი, რომელიც აგრძელებს მუშაობას. ჩვენი მიზანია, საბავშვო ბაღების განვითარება და სწავლის ხარისხის გაზდა", - ამბობს ნინო ბერიანიძე. 

სამომავლოდ, კიდევ ორი ნორმატიული აქტის მიღება იგეგმება. რომლებსაც ავტორიზაციის პროცესის დაწყებისთანავე, განსახილველად საკრებულოში გადაგზავნიან.

Read 1721 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი