მარტოხელა დედები ყოველდღიური პრობლემების პირისპირ

აპრილი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

"მარტოხელა დედა" - საზოგადოებისთვის უბრალოდ სოციალური სტატუსი, ამ ქალებისთვის კი ცხოვრების რთული გზაა.

მთვარისა სუხიტაშვილი სამ შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა მშობლის სტატუსი მარტივად მიანიჭეს, თუმცა პრობლემები სხვა მხრივ შეექმნა. თუ კი ადრე ოჯახს ემიგრაციაში ყოფნისას გამომუშავებული თანხით არჩენდა, დღეს ის უცხო ქვეყნიდან დეპორტირებულია და თავი ძირითადად ხალხის დახმარებით გააქვს.

მთვარისა სუხიტაშვილისგან განსხვავებით, მარტოხელა მშობლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული ირმა ვართანიანს. პროცესების გაჭიანურების გამო, როგორც თავად ამბობს, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და მოთხოვნა გააუქმა. მისი განმარტებით, არასრულწლოვან შვილს უკიდურეს სიღარიბეში, გაჭირვებით ზრდის.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების საკითხს იუსტიციის სახლი არეგულირებს. რომლის მიხედვით, სტატუსის მინიჭების მსურველმა მშობელმა სამოქალაქო რეესტრს განცხადებით უნდა მიმართოს. უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, მარინა ჯანიაშვილის განმარტებით, სტატუსის მინიჭება კანონის ფარგლებში დადგენილი მოთხოვნების დააკმაყოფილების შემთხვევაში ხდება.

მარტოხელა მშობლის დახმარების მიმართულებით გორის მერიის სოციალურ პაკეტში მხოლოდ ერთი მუხლია გათვალისწინებული.

სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძის განმარტებით, ამ სტატუსის მქონე მოქალაქეებს, სოციალური ქულის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთჯერადი თანხით ეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, სოციალურ სამსახურს, დახმარების თხოვნით, წელს 30-მდე მარტოხელა დედამ მიმართა.

აღნიშნული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გორის სამოქალაქო რეესტრს 2017 წელს განცხადებით 80-მა ქალმა მიმართა. ამ რაოდენობას უკვე გადააჭარბა მიმდინარე წლის 3 თვიანმა მონაცემებმა. 2018 წელს მათი რიცხვი უკვე 114-ს აღწევს, საიდანაც მხოლოდ 35-ია დაკმაყოფილებული.

რადიო ,,მოზაიკა“ გორის სოციალური მომსახურების სააგენტოსაც დაუკავშირდა, თუმცა განგვიმარტეს, რომ მარტოხელა მშობლებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესებში მათი სამსახური არ ერევა.

 

Read 2007 times Last modified on Last modified on აპრილი 11 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი