ოქრუაშვილისათვის ჩამორთმეული ქონება ვინმე კახა ბროკიშვილმა იყიდა
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისათვის ჩამორთმეული ქონება, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა, კახა ბროკიშვილმა შეიძინა. ცვლილება საჯარო რეესტრში რამდენიმე დღის წინ შევიდა.
ატენის ხეობაში მდებარე ე.წ. მონადირის სახლში და მიწის ორ ნაკვეთში ბროკიშვილმა 458 ათასი ლარი გადაიხადა.
რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, კახა ბროკიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის კლასელი და ბავშვობის მეგობარია. მას, წინასაარჩევნო პერიოდში, ოქრუაშვილის პარტიისათვის თანხა სამჯერ აქვს შეწირული.
რადიო „მოზაიკა“ ირაკლი ოქრუაშვილსაც დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ კახა ბროკიშილი მისი კლასელი და ბავშვობის მეგობარია.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა