Back to Top
ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018 10:15

ოქრუაშვილისათვის ჩამორთმეული ქონება ვინმე კახა ბროკიშვილმა იყიდა

Rate this item
(0 votes)

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისათვის ჩამორთმეული ქონება, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა, კახა ბროკიშვილმა შეიძინა. ცვლილება საჯარო რეესტრში რამდენიმე დღის წინ შევიდა.

ატენის ხეობაში მდებარე ე.წ. მონადირის სახლში და მიწის ორ ნაკვეთში ბროკიშვილმა 458 ათასი ლარი გადაიხადა.

რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, კახა ბროკიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის კლასელი და ბავშვობის მეგობარია. მას, წინასაარჩევნო პერიოდში, ოქრუაშვილის პარტიისათვის  თანხა სამჯერ აქვს შეწირული.

რადიო „მოზაიკა“ ირაკლი ოქრუაშვილსაც დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ კახა ბროკიშილი მისი კლასელი და ბავშვობის მეგობარია.

 

 

sasaasvvevve

 

sasasasasaasas

 

Read 3706 times