Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 10 აპრილი 2018 18:16

გორის საკრებულოს დეპუტატები ფრაქციების ფუნქციებს განმარტავენ

Rate this item
(0 votes)

13 აპრილს საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი ფრაქციის შექმნაზე იმსჯელებენ. 

მეექვსე ფრაქციიის შექმნის შესახებ გორის საკრებულო სამ დღეში ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს. გაერთიანების შექმნას ამჯერად პატრიოტთა ალიანსის წევრი თამარ კოდოშვილი, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე დეპუტატი მერაბ მახარაშვილი და ქართული ოცნების სიის წევრი კახა ედიშერაშვილი აპირებენ. კიდევ ერთი ფრაქციის შექმნა ადგილობრივ ბიუჯეტს თვეში დამატებით 3 440 ლარი დაუჯდება.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გორის საკრებულოში ყველაზე მრავალწევრიანი ფრაქციაა. აქ იდენტური პოლიტიკური ხედვის მქონე 26 დეპუტატია გაერთიანებული. მას მიხეილ გოგინაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც ამბობს, ფრაქციები, ადგილობრივი ხელისუფლების მაკონტროლებელი ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებენ.

გორის საკრებულოში მმართველი გუნდის მიერ შექმნილი კიდევ ერთი ფრაქციაა. "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე, თამარ მურალოვა ამბობს, რომ მის ფრაქციას მთავარი როლი ფინანსების განკარგვის კუთხით აქვს შესასრულებელი.

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამი წევრითაა დაკომპლექტებული. მისი წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ძირითადად მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შემუშავებული ინიციატივების მერიაში შეტანაზე არიან ორიენტირებული.

ფრაქციების მუშაობას აფასებს საკრებულოს თავმჯდომარე. დავით რაზმაძის თქმით, ამ მოწვევის საკრებულო აქტიურობით გამოირჩევა.

არ იცის ფრაქციების სამუშაო გეგმები, თუმცა მათი მუშაობის ეფექტურობაში დარწმუნებულია გორის მერი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი განმარტავს, რომ ფრაქციის წევრები ბევრად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან და გარდა ფინანსური ინტერესისა, უფლებრივი მდგომარეობაც სახარბიელო აქვთ.

ფრაქციების მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხი, ჩვენს არცერთ რესპონდენტს მაშნვე არ გაუცია. თითქმის ყველა მათგანმა დრო 10-15 წუთი ითხოვა.

წარმომადგენლობით ორგანოში არსებული ფრაქციების შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს წელიწადში 247 680 ლარი დაუჯდება

Read 1745 times