სუს-ი: ყველაფერს გავაკეთებთ ტატუნაშვილის სიკვდილში მონაწილე პირების გასასამართლებლად

აპრილი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

სუს-ის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მიმდინარე წლის 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის უკანონო დაკავება მოჰყვა.

”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე”, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

იმავე თავში, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა საუბარი, სუს-ი მიუთითებს, რომ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი ოდენობით მობილიზებული რუსული სამხედრო კონტინგენტი, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები წარმოადგენს იმ მასშტაბის საფრთხეს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას.

”2017 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს. საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებსა და მათი გათავისუფლებისთვის დაკისრებული გაზრდილი ე.წ. ჯარიმების გადახდის იძულებაში გამოიხატება”, - ნათქვამია ანგარიშში.

Read 902 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი