ლურსმანაშვილი: სტალინის ძეგლის დადგმაზე ჩვენი ხელმოწერები მერიაში 3 წელია არ შესულა

აპრილი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სტალინის ძეგლის დადმის მოთხოვნით ჩვენი ხელმოწერები ადგილობრივ ხელისუფლებაში 2015 წლის შემდეგ არ შესულა, - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენელმა ალეკო ლურსმანაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესში არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიღებული რაოდენობა აღდომის დღესასწაულის შემდეგ ეცოდინება. ლურსმანაშვილი ვარაუდობს, რომ ახალ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა 4 000 მდე გაიზრდება. 

,,ჩემი განცხადება არასწორად გაავრცელეს. მე არ მითქვამს, რომ უკვე შევიტანეთ ხელმოწერები გორის მერიაში. მე ვთქვი, რომ ვაპირებთ - აღდგომის დღესასწაულის ჩავლის შემდეგ. პარალელურად ველოდები ხელმოწერების გამოგზავნას სხვა რეგიონებიდანაც და როგორც ვვარაუდობ, იქით კვირაში დაახლოებით 4 000 ადამიანის ხელმოწერა გვექნება და შევიტანთ კანცელარიაში. 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს, აქტიურად ვმუშაობთ მისი დაბრუნების მიზნით. ხელმოწერების შეგროვებაც ამ პერიოდიდან დავიწყეთ. ბოლოს 2015 წელს მივმართეთ მაშინდელ ადგილობრივ ხელისუფლებას. მას შემდეგ ხელმოწერებით აღარავისთვის მიგვიმართავს. ამ დროისთვის კი ეს 4 000 ხელმოწერაც რომ დავუმატოთ, 8 წლის განმავლობაში დაახლოებით 26 000 ხელმოწერა გვექნება შეგროვებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, სხვადასხვა წელს სხვადასხვა ხელმომწერები გვიერთდებიან. მათ რიცხვში მხოლოდ ჩვენი აქტივის წარმომადგენლები ვფიქსირდებით წინა ხელმომწერთა სიებიდან, დანარჩენები ახლები არიან“, - ამბობს ალეკო ლურსმანაშვილი.

Read 1193 times Last modified on Last modified on აპრილი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი