ე.წ. საგარეო უწყება: თბილისი მიხვდა სამხედრო სცენარის უპერსპექტივობას და ტაქტიკა შეცვალა

აპრილი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა არის მორიგი პიარ-აქცია და უხეში მცდელობა, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში, როგორც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო წარმოაჩინონ, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს," - ამის შესახებ ოკუპირებული ”სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხედრო გზით სამხრეთ ოსეთის „დაბრუნება“ შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა. ახლა დღის წესრიგში მშვიდობიანი დარეგულირების კონცეფციაა - „თანამშრომლობის გზით ჩართულობის სტრატეგია“ და რიგი მშვიდობიანი ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ძალიან აქტიურ რეკლამას უკეთებს მსოფლიო მასშტაბით“. ეს თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილის გაჟღერების პირველი მცდელობა არაა, ამიტომ მსგავსი განცხადებების სერიოზულად აღქმა არ ღირს. არ გვაქვს იმედი, რომ თბილისში მეზობელ ახალგაზრდა სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გადაწყვიტეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

Read 1912 times Last modified on Last modified on აპრილი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი