Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 03 აპრილი 2018 10:41

მერის მოადგილე: გარდამავალი პროექტების სახით მძიმე მემკვიდრეობა გვერგო

Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილის, გელა კაპანაძეს განცხადებით, გარდამავალ პროექტებთან დაკავშირებით,  მერიას მძიმე მემკვიდრეობა ერგო.

გელა კაპანაძის თქმით, ატენის და ქვახვრელის სასმელი წყლით მომარაგებისა  და რკინიგზის სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტები, პრაქტიკულად, ჩავარდნილი იყო.

„რთული ვითარება დაგვხვდა ატენსა და ქვახვრელში სასმელ წყალთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ჩიხში შესული პროექტები გავაცოცხლეთ. ახლაც რჩება, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ვფიქრობ დაძლეული იქნება.

ასევე რკინიგზის სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხიც პრობლემატური იყო. კომპანიამ დათქმულ ვადებში მშენებლობის დასრულება ვერ შეძლო. არაა გამორიცხული, ვიფიქროთ კომპანიის საჯარიმო სანქციებსა და შემდეგ უკვე დისკვალიფიკაციაზე“, - განაცხადა გელა კაპანაძემ

Read 1630 times Last modified on სამშაბათი, 03 აპრილი 2018 11:54