გოგიაშვილი: "მონადირის სახლის" ადგილზე სპორტული ცენტრის მოწყობა გვინდოდა

მარტი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის ჩამორთმეული ქონების გაყიდვის ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი გოგიაშვილი ეხმაურება.

დიმიტრი გოგიაშვილი ატენის ხეობაში მდებარე „მონადირის სახლის“ გასხვისებით უმაყოფილოა და ამბობს, რომ ეს მუნიციპალიტეტის ინტერესების უგულებელყოფით მოხდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე მივწერეთ წერილი და ვთხოვეთ, რომ ეგ ფართი გადმოეცათ მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ჩვენ მანდ გვინდოდა, ახალგაზრდული ექსტრემალური სპორტული ცენტრის გაკეთება“, - გვითხრა დიმიტრი გოგიაშვილი.

მისივე თქმით, წერილი სააგნეტოს მაშინდელმა გამგებელმა დავით ონიაშვილმა მიწერა, თუმცა პასუხად პროექტის წარდგენის მოთხოვნა მიიღო,

„სააგენტომ პასუხად მოგვწერა, რომ პროექტი წარგვედგინა, სადაც აღწერილი იქნებოდა, რას, როგორ, რა მიზნით და რა ხარჯით გავაკეთებდით. ჩვენ პროექტის მომზადება არ შეგვეძლო, რადგან ამისთვის თანხა უნდა გაგვეღო და გარანტია არ გვქონდა, რომ ფართს გადმოგვცემდნენ. შესაბამისად, იყო რისკი, რომ ამ ხარჯს არამიზნობრივად დავხარჯავდით, რის გამოც საქნციები გველოდა. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ წერილობით მივწერეთ ამ ცენტრის კონცეფცია, რაც ჩვენი მოთხოვნის განსახილველად არასაკმარისად ჩათვალეს“, - ამბობს რადიო „მოზაიკასთან“ საუბარში გოგიაშვილი.

მას არ აქვს ინფორმაცია, აღნიშნული შენობის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის მოთხოვნით, მიმართა თუ არა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამჟამინდელმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშილისთვის 2007 წელს ჩამორთმეული ქონება ელექტრონული აუქციონის წესით 211 000 ლარად გაიყიდა. 

ამავე თემაზე: ოქრუაშვილისთვის ჩამორთმეული ქონება აუქციონზე გაიყიდა

Read 2036 times Last modified on Last modified on აპრილი 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი