სათამაშო ბიზნესიდან გორის ბიუჯეტში 574 400 ლარი შევიდა

მარტი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი შემოსულია 574 400 ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 660 000 ლარისა, - ნათქვამია 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვაში.

 „შესრულებამ შეადგინა 87%. შესრულებას დააკლდა 85 600 ლარი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც დეპუტატებმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვას საკრებულოს წევრები კენჭს 13 აპრილს უყრიან.

ინფორმაციისთვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას სამორინეების და სხვა აზარტული თამაშების მეშვეობით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება თითოეული მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილებით, რადგან “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” კანონი მოსაკრებლის მხოლოდ ზედა და ქვედა ზღვრებს აწესებს. აქედან გამომდინარე, თითოეული საკრებულო დამოუკიდებლად განსაზღვრავს მოსაკრებლის ოდენობას მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისათვის.

Read 1327 times Last modified on Last modified on მარტი 30 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი