Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 29 მარტი 2018 20:04

ოქრუაშვილისთვის ჩამორთმეული ქონება აუქციონზე გაიყიდა

Rate this item
(0 votes)

ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის 2007 წელს ჩამორთმეული უძრავი ქონება საჯარო აუქციონზე გაიყიდა. 


სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა ატენის ხეობაში მდებარე ე.წ. მონადირის სახლი. 397 კვ.მ  შენობა-ნაგებობა 211 000 ლარად გაიყიდა

ელექტრონულ აუქციონზე ასევე გასაყიდად გავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროსხევში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 17 278 კვ.მ მიწის ფართი 237 ათას ლარად გასხვისხდა.

გარდა ამისა, ამავე სოფელში, ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად 1967 კვ.მ. მიწის ფართიც გაიტანა. აღნიშნული მიწის ფართი 10 400 ლარად გაიყიდა.

Read 4586 times Last modified on შაბათი, 31 მარტი 2018 18:50