სანაკოევი: საქართველოს საზღვართან რუსული ტექნიკის გამოჩენაში საგანგაშო არაფერია

მარტი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის აზრით, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან რუსული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა დაძაბულობის საფუძველს არ იძლევა.

მისი განმარტებით, რუსული მხარე პერიოდულად წრთვნებს ატარებს და პარალელურად ამ გზით ქართული მხარის დაშინებასაც ცდილობს. სანაკოევი ფიქრობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიან გეგმაში სამხედრო წრთვნების ჩატარების ადგილზე პირდაპირი მითითება არ არის გაწერილი, თუმცა განმარტებულია, რომ ჯარები იმ ადგილებს უნდა დაბრუნებოდნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყვნენ განლაგებულნი. 

,,58-ე არმია ზაფხულსა და ზამთარში თავის წრთვნებს ატარებენ და ესეც ერთ-ერთი შემთხვევაა. ხვალ რა მოხდება, არავინ არ იცის, მაგრამ ჩემი აზრით, არანაირი საფრთხე ამაში არ უნდა დავინახოთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტატუნაშვილის სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო დონეზე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, სამხედრო ტექნიკის განლაგებამ არ უნდა შეგვაშინოს. მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ მიზეზს, რომ რუსეთი თავისი ძალით საქართველოში შემოვიდეს, ეს ყოველშემთხვევაში ცემნი პირადი აზრია“, - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

Read 2434 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი