სოფლები გარეგანათების გარეშე

მარტი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილში გარეგანათება დამონტაჟებული არ არის.

ადგილობრივები შებინდების მერე გარეთ გასვლას ერიდებიან.

,,კვარხეთში გარეგანათება საერთოდ არ არის, რის გამოც პრობლემები ხშირად გვექმნება. ღამე გარეთ ვერ გავდივართ. ქალაქისგან არ განსხვავდება სოფელი და მასაც ჭირდება შესაბამისი ყურადღების მიქცევა“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ, თამუნა მუნჯიშვილმა.

არის სოფლები, სადაც გარეგანათება დამონტაჟებულია, თუმცა როგორც მოსახლეობა გვიყვება, სისტემა გაუმართავია და ელექტროენერგიაც დროდადრო არ მიეწოდებათ. 

,,ნიქოზში მთავარი გზა განათებულია, მაგრამ ისეთი სუსტი სინათლეა, არაფერი არ ჩანს. ვერ ისარგებლებ ფაქტობრივად, თუ დამატებით რამით არ გაინათე სავალი გზა. რაც შეეხება შიდა პერიფერიებს, საერთოდ არაა განათებული. არადა, იქ ბევრად საჭიროა სინათლე“, - გვითხრა ნანა მჭედლიძემ.

ამავე თემაზე: ცხედრის გამოსვენება წყვდიადში მოხდა - დეპუტატს გორის მერმა უპასუხა

გორის მერის ინფორმაციით, ამ საკითხის მოგვარება უკვე დაიწყეს. 

,,დაწყებულია გარეგანათებების პროგრამა. მე მინდა გითხრათ, რომ წელიწადში ამ განათებებში 80 000 ლარს ვიხდით. წელს გვაქვს გეგმაში დამატებით მონტაჟი. ზუსტად არ მახსოვს სოფლები, თუმცა სადაც რთული მდგომარეობაა, პრობლემა წლის ბოლომდე აღმოიფხვრება“, -განაცხადა გორის მერმა.

 

 

Read 1264 times Last modified on Last modified on მარტი 29 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი