სოციალური მუშაკები ცვლილებებისთვის და 2 წლიანი მუშაობის შედეგები

მარტი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

,,სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებებისთვის"- პროექტის 2 წლის შედეგები საერთაშორისო კონფერენციზე შეაჯამეს.

პროგრამაში, რომელიც სოციალური სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული საქართველოსთან ერთად, კიდევ რამდენიმე ქვეყანაა ჩართული. მათ შორის მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი. დღევანდელ კონფერენციაში ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური სამუშაოს, როგორც პროფესიის განვითარებას. ასევე სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის პროფესიონალურ დახმარებას. 

კონფერენცია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა გახსნა.

„ამ პროექტის მეშვეობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალურ მუშაკთა ადგილობრივმა ასოციაციებმა გააუმჯობესეს და გააფართოვეს საკუთარი მომსახურებები. პროფესიონალური და ხელმისაწვდომი სოციალური მუშაობის მომსახურებები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პოზიტიური სოციალური ცვლილების განხორციელების პროცესში. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ სოციალურ მუშაკთა ასოციაციების ძალისხმევას, გააძლიერონ მოწყვლადი ჯგუფები“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ.


,,შესაძლებლობა მოგვეცა, რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დაძვრის, რომელიც ემსახურება სოციალური სისტემის განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი, სოციალური მუშაკის როგორც პროფესიის რეგულირების საკითხის დღის წესრიგში დაყენებაა. რეგიონებში განსაკუთრებით არსებობს პრობლემა. სოციალურ მუშაკებს სახელმწიფოს მიერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და მიუხედავად ამისა ნებისმიერ ადამიანს სოციალური მიმართულებით განათლების გარეშე შეუძლია დასაქმდეს. ჩნდება რისკები, რომ კომპეტენციიდან გამომდინარე მცდარი ნაბიჯები გადაიდგას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამდებობაზე შესაბამისი განათლების მქონე პირები საქმდებოდეს", - განაცხადა ია შეყრილაძემ, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

Read 1262 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი