ენმ: "ქართულმა ოცნებამ" ა(ა)იპები ახლობლების დასაქმების ბიუროდ აქცია

მარტი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვასილისა ჯაბახიძე ადგილობრივ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, გორის საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ შოშიაშვილი პარალელურად მუნიციპალური სპორტული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელია და იქ მწვრთნელად  შვილი ყავს დანიშნული.

ოპოზიცია კიდევ ერთ საკრებულოს დეპუტატზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შოშიაშვილის მსგავსად, გიუნაშვილიც მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით გაწერილი თანხის გარდა, ხელფასს მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-იდანაც იღებს.

ენმ-ს ინფორმაციით, საკრებულოსთან ერთად ნეპოტიზმის ფაქტები დაფიქსირდა გორის მერიაშიც. ამის მაგალითად კი ვასილისა ჯაბახიძე გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსის, ნინო ბერიანიძის დას ასახელებს, რომელიც ჯაბახიძის განცხადებით, გორის მერიის ა(ა)იპ-შია (ტურიზმი) დასაქმებული. 

"ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ ა(ა)იპ-ები დასაქმების ბიუროდ გადაექცია. გორის საკრებულოში ორი დეპუტატი გამოვავლინეთ, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორ ხელფასს იღებენ. ერთს - მოსახლეობასთან შესახვედრად 400 ლარს გორის საკრებულოდან, მეორეს კი 800-ლარამდე - ა(ა)იპ-იდან, სადაც პარალელურად მუშაობენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით მოხდებოდა ა(ა)იპების შერწყმა და თანხები დაიზოგებოდა, რეალურად კი შტატებს ხელოვნურად ბერავენ და გაჭირვებული მოსახლეობისგან შესულ თანხებს ხელფასის სახით ჯიბეში იდებენ. მაშინ როდესაც უმაღლესი შეფასების მქონე ყოფილი თანამშრომლები სამსახურის გარეშე დატოვეს“,-აცხადებს  ვასილისა ჯაბახიძე.

Read 2137 times Last modified on Last modified on მარტი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი