გუბეები შარტავას ჩიხში - მოქალაქეთა მოთხოვნა და მერის გეგმები

მარტი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ორ ქუჩას აპირკეთებენ. ახლოს მდებარე ჩიხში კი, უკვე წლებია, ხალხი ასფალტის დაგებას ითხოვს. 

"გუბეები დგას. ადამიანი ვერ გაივლი. მით უმეტეს, ღამე შეუძლებელია სუფთად გაიარო", - გვითხრა ნათიამ.

ნათია შარტავას ჩიხში ცხოვრობს. მისი სახლის წინ გუბეები დგას. იგივე მდგომარეობაა წკრიალაშვილების სახლთან. 

"ხან გოგებაშვილის ქუჩა გააკეთეს, ხან - ჟიული შარტავას, მაგრამ ჩიხებს ყურადღება არც ერთხელ მოაქციეს. ჩიხი არ გააკეთეს. აგერ, რვა ოჯახი ვართ გუბეში და წუმპეში", - გვეუბნება როზა. 

ჩიხში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილს ამ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი არ სურს. ზოგიერთი გვთხოვს, რომ მათი კომენტარი, ვინაობის მითითების გარეშე, გამოვიყენოთ. 

"ხალხი ვხედავთ, რომ ცენტრალურ ქუჩებს აკეთებენ. დავიჯეროთ, ამ ჩიხში რა მდგოამრეობაა, ვერ ხედავენ. მით უმეტეს, რომ ჩვენც არაერთხელ ვთხოვეთ, აქაურობასაც მოხედეთო", - გვეუბნება ერთ-ერთი მათგანი. 

ადგილზე ვითარების ნახვის შემდეგ, რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის მერს ესაუბრა. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩიხების მოწესრიგებასაც აპირებს. 

"ცენტრალური ქუჩების გარდა, ჩვენ ვაპირებთ ჩიხების გაკეთებსაც, მაგრამ მთლიანად ქალაქი მოცული რომ ვერ იქნება, ამაზე ახლა თქვენც დამეთანხმებით. იმიტომ, რომ ქალაქი ძალიან დიდია ამ მხრივ", - გვითხრა თავაზარაშვილმა. 

ქალაქის მერის თქმით, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 წელზე მეტია დარჩენილი და ამ პერიოდში ჩიხების უმრავლესობა მოასფალტდება. 

გორის მერია 2018 წელს 10-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. მერის ინფორმაციით, ქუჩების მოასფალტების შემდეგ, ჩიხების მოპირკეთება დაიწყება. 

Read 1968 times Last modified on Last modified on მარტი 24 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი