დღეს გორში დედამიწის საათს აღნიშნავენ

მარტი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ღონისძიება 19:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, მოეწყობა მარათონი. გამარჯვებულს გადაეცემა სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ სახე მოიხატონ ფოსფორის მანათობელი საღებავებით. 

დასასრულს, ზუსტად 20:30 საათზე, მოედანზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით აინთება 250 სანთელი ,,60+’’ გამოსახულებით და 1 საათით - 21:30 საათამდე გამოირთვება განათება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასა და გორისციხეზე.

ღონისძიების პროგრამით გათვალისწინებული საზეიმო აქტივობები (საცეკვაო ნომერი, მუსიკა) არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით, აღარ გაიმართება. ღონისძიების მონაწილენი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულის ხსოვნას.

,,დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

,,დედამიწის საათი“ გორში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (ჩENN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.

Read 2005 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი