Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 23 მარტი 2018 11:17

სამხედრო ჰოსპიტალსა და ვეტერანების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Rate this item
(0 votes)

თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  დოკუმენტს ხელი სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბარლიანმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო ცენტრი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფენ, მხარეები ერთმანეთს რეკომენდაციებსაც გაუწევენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

მემორანდუმი სამხედრო ჰოსპიტალისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულებებზე და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაფორმდა.

Read 1776 times Last modified on პარასკევი, 23 მარტი 2018 11:19