Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 12 დეკემბერი 2019 16:44

კოვზიაშვილი: გორის ბაღებში ჩუტყვავილას გარდა, სხვა ინფექციური დაავადება არ გამოვლენილა

Rate this item
(0 votes)

"გორის საბავშვო ბაღებში ჩუტყვავილაა გავრცელებული და მივმართავთ შესაბამის პრევენციულ ზომებს ",- ამის შესახებ განცხადება რადიო "მოზაიკასთან" საუბარში სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა.

ლია კოვზიაშვილის განმარტებით, მშობლებს შიშის საფუძველი არ აქვთ, რადგან მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად სხვა ინფექციური დაავადება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

"თუ კი რომელიმე ბაღში ვირუსული ინფექცია დაფიქსირდა, რასაც ბატონებს ეძახიან, ეს არის ჩუტყვავილა, რაც ყოველ წელს გამოვლინდება ხოლმე. ისევ ისეთი სიხშირით მიმდინარეობს როგორც გასულ წლებში.ეპიდემიური სახე არავითარ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. ჩვეული ფორმით მიმდინარეობს, როგორც სხვა წლებში. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს. ჩუტყვავილა არის ისეთი ინფექცია, რომელიც აირწვეთოვანი გზით ვრცელდება და ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს, იმის გარდა, რომ ვამუშავებთ დილა-საღამოს იმ ჯგუფებს, სადაც ასეთი დაავადების მქონე აღსაზრდელები არიან და სადაც ინფექციის კერაა და ჰაერს ვასუფთავებთ ხშირად. რამდენადაც შესაძლებელია ზამთრის პირობებში, რადგან ამ სეზონზე ფანჯარას ხშირად ვერ გავუღებთ ბავშვებს. თუ კი რამე რეკომენდაციას მივიღებთ ზემდგომი უწყებების მხრიდან აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სველი წესით უნდა დამუშავდეს და ჰაერის განიავება ხშირად  უნდა მოხდეს. სხვა არანაირი ვირუსი და ალერგია ბაღებში საბედნიეროდ არ არის გავრცელებული", - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

Read 516 times