Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 12 დეკემბერი 2019 13:08

ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ჩაანაცვლებს

Rate this item
(0 votes)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.საკითხი ამჯერად უკვე პარლამენტის სხდომაზე კენჭს უყრიან და ოფიციალური გადაწყვეტილებაც ამის შედეგად გამოცხადდება.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მას შემდეგ დააყენეს დღის წესრიგში, რაც ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. პარლამენტს კანონმდებლის უფლებამოსილების შეჩერებას კონსტიტუცია ავალდებულებს. ოპოზიციაში კი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

პარლამენტში ნიკა მელიას პარტიული სიით მომდევნო წევრი, ბადრი ბასიშვილი შეცვლის. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე გადატანის მიუხედავად, ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად მაინც გააგრძელებენ.

ინფორმაციისთვის, ბადრი ბასიშვილი ენმ- ს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელია, მანამდე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო, 2008-12 წლებში კი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი. 

Read 567 times