დაზვერვის სამსახურის უფროსი: ორი გატაცებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება

მარტი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის, დავით სუჯაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებული ორი პიროვნების გათავისუფლების საქმეში აქტიურადაა ჩართული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ასევე საკითხი განხილული იქნება ჟენევის ფორმატის უახლოეს შეხვედრაზე.

“საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ყოველდღიურად ხდება სამწუხარო ფაქტები – გატაცება ჩვენი მოქალაქეების. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურადაა ჩართული და გამოიყენება ასევე ჟენევის ფორმატიც”, - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას, შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს. 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც სოფლის განაპირას მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდნენ.

Read 1333 times Last modified on Last modified on მარტი 22 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი