Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 17:21

გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ

Rate this item
(0 votes)

გორში საფეხბურთო სკოლის აშენება იგეგმება. სკოლის მშენებლობა გორში, ჭალის დასახლებაში მოიაზრება.


ტერიტორია, სადაც ობიექტის განთავსება იგეგმება შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერა.

როგორც რწმუნებულმა შეხვედრაზე აღნიშნა, სკოლაში სწავლა, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება.

"გორი ნამდვილად არის სპორტული ქალაქი, შესაბამისად ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ქალაქში უკვე გვაქვს თანამედროვე და საერთაშორისო დონის სპორტული ობიექტები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. სამომავლოდ კი არამხოლოდ გორის, არამედ რეგიონის ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საფეხბურთო სკოლაში ისწავლონ", - აღნიშნა რწმუნებულმა.

Read 831 times