Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 17:02

გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან

Rate this item
(0 votes)

გორელი ტაქსის მძღოლების აქციას, მოქალაქეები ეხმაურებიან.


უმრავლესობის აზრით ტარიფის გაზრდა, მათ ყოველდღიურ ყოფას ტვირთად დააწვება. ისინი ტაქსის ოფისების ხელმძღვანელობას სთხოვენ, რომ საკითხის გადაწყვეტისას მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინონ.

"ხალხს პურის ფული არა აქვს და ესენი კიდევ ტარიფის გაზრდას ითხოვენ. მასეთ შემთხვევაში მგზავრი აღარ ეყოლებათ და იარონ მასე. მაგათ რომ უჭირთ, ჩვენ არ გვიჭირს? ", - ამბობენ მოქალაქეები. 

 

ინფორმაციისთვის, დღეს გორელმა ტაქსის მძღოლებმა ტარიფის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. მძღოლებს ტაქსების კომპანიის წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას დაპირდნენ. 

 

 

Read 509 times Last modified on ორშაბათი, 09 დეკემბერი 2019 17:15