Back to Top
პარასკევი, 06 დეკემბერი 2019 14:26

შსს არასრულწლოვნების გატაცების მცდელობის ფაქტებს არ ადასტურებს 

Rate this item
(0 votes)

გორის მე-10 სკოლაში და სოფელ ვარიანში არასრულწლოვნების გატაცების მცდელობის ფაქტებს, შსს არ ადასტურებს. 


გავრცელებული ინფორმაციით, გორის მე -10 სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლის გატაცება უცხოელმა მამაკაცმა სცადა, ინფორმაცია მოსწავლეების მშობლებმა ერთ-ერთ მედიასაშუალებას მიაწოდეს. ფაქტს სკოლის დირექტორი არ ადასტურებს.

შსს არც სოფელ ვარიანში 10 წლის ბავშვის გატაცების ფაქტს ადასტურებს. უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა. 

 

Read 175 times Last modified on პარასკევი, 06 დეკემბერი 2019 14:33