Back to Top
ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 16:46

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან შეიარაღებულმა ფორმიანებმა ორი ადგილობრივი დააკავეს. 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც სოფლის განაპირას მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იმყოფებოდნენ.

თანასოფლელების ნაწილის განცხადებით, აღნიშნული სალოცავი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და შესაბამისად, გუნდიშვილს და გერკეულს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი ნაწილის თქმით, აღნიშნული პირების დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია

Read 1486 times Last modified on ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 17:14