Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 17:23

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე შშს - მ კიდევ 11 პირი დააკავა 

Rate this item
(2 votes)

შსს -მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავა. 


დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანთა მშობლები და მასწავლებელი. 

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17 - დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ არასრულწლოვნები, მშობლებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ს მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული შინაარსის მასალის გადაღება საზღვარგარეთ რეალიზაციის მიზნით. მშობლებთან ერთად დაკავებულია სკოლის მასწავლებელი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ს მოქალაქეს დანაშაულებრივ საქმიანობაში ეხმარებოდა", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს პოლიციამ არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება - გასაღების ქსელი გამოავლინა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. 

 

 

ამავე თემაზე: ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან 3 ადამიანი 1 ოჯახის წევრია

Read 840 times Last modified on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 17:36