Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 16:29

სამთავრობო კომისია გორში ქუჩისთვის მოკლული გოგონას სახელის მინიჭებაზე თანახმაა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სამთავრობო კომისიამ გორის ერთ-ერთ უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს სასტიკი ძალადობის მსხვერპლის, ნანა ბერიაშვილის სახელის მინიჭებაზე, გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივას თანხმობა მისცა. 


დოკუმენტის მიხედვით,  სასტიკი ძალადობის მსხვერპლის, ნანა ბერიაშვილის სახელი, ნიკო მუსხელიშვილისა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩებთან მოსაზღვრე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩისთვის ნანიკო ბერიაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივას მხარი მიმდინარე წლის ივლისსში დაუჭირა. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, აღნიშნული ქუჩისთვის ნანიკოს სახელის მინიჭების ინიციატივა, გარდაცვლილი გოგონას ოჯახის სურვილით დააყენა.  

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 2018 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, სკო­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი, გზი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, გორ­ში მცხოვ­რე­ბი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც 27 მა­ისს სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

Read 441 times Last modified on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 17:00