Back to Top
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019 16:09

გორში ძალადობის 77-მა მსხვერპლმა ისარგებლა თავშესაფრით

Rate this item
(0 votes)
გორში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, 2019 წლის განმავლობაში, მომსახურება მიიღო 77-მა ადამიანმა, - ამის შესახებ, ინფორმაცია თავშესაფრის ხელმძღვანელის, ლამარა შაყულაშვილის ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც მან საზოგადოებას გააცნო.
შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"ძალადობის მსხვერპლებს ჩვენ ვთავაზობთ ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის და ექიმის მომსახურებას. თხოვნით მივმართავ გუბერნიას, კარგი იქნება თუ მსგავსი თავშესაფრები გაიხსნება შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში", - განაცხადა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლამარა შაყულაშვილმა.
როგორც ცნობილია, 77 ბენეფიციარიდან, 33 - სრულწლოვანი, 39 კი არასრულწლოვანი იყო.
Read 238 times