მოსაზრებები ქართულ ჟურნალისტიკაზე

მარტი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. საზოგადოების დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ არაერთგვაროვანია. 

საზოგადოების აზრი ქართულ ჟურნალისტიკაზე 

ანი იმნაძე:

"არ არის ადვილი იყო ჟურნალისტი, ისეთ მრავალფეროვან გარემოში, როგორიც საქართველოა. რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის როლი საზოგადოებაში, ამას ბევრი საუბარი არ ჭირდება, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ამინდს საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ამიტომ მათი პასუხისმგებლობა არის უზომოდ დიდი და ამ პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე უნდა ითავისებდნენ."

თეიმურაზ მთიბელაშვილი:

„ჟურნალისტს ძალიან დიდი მისია აკისრია საზოგადოების წინაშე და ეს ხანდახან დიდ სულიერ სიმამაცეს მოითხოვს. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკის წინააღმდეგ ნებისმერი სახით გამოსვლა არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობა“.

იოსებ ჭუმბურიძე:

„ჟურნალისტის პროფესია თითქოს პარადოქსულია - პრესტიჟულიც არის, მაგრამ ამავე დროს ძალიან შეილახა ჟურნალისტის ავტორიტეტი და ეს, რა თქმა უნდა, თვითონ ჟურნალისტების ბრალია, მაგრამ არსებობენ ღირსეული ჟურნალისტებიც, რომლებიც უფრო მეტად ჩრდილში არიან".

 

 

საჯარო მოხელეები ქართულ ჟურნალისტიკაზე: 

დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:

„ხშრად იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტი ჩემს სიტყვებს ისე დაჭრიდა, რომ რასაც რეალურად ვამბობდი, არ ჩანდა. თუმცა დროთა განმავლობაში, როგორც რეპონდენტი, მეც დავიხვეწე და ჟურნალისტებიც. ახლა ასეთი შემთხვევები ნაკლებად ხდება.“

ეკა სუხიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

„პირადად მე არასოდეს მქონია პრობლემა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას. ყოველთვის მზად ვარ, მათთან ვითანამშრომლო. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ასე ვაგრძელებ კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჟურნალისტებთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს.“

ელზა მიქელაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური:

„ჟურნალისტი დამოუკიდებელი პირია, მას მეტი საშუალება და მეტი ვალდებულება აქვს, რომ ობიექტურად გააშუქოს ინფორმაცია, თუმცა პიარის თანამშრომელსაც არანაკლები ვალდებულება აკისრია. პიარის თანამშრომლები ხშირად ვამბობთ ხოლმე, ჩვენ 90% სიმართლეს ვამბოთ, 10% კი შელამაზებული ფაქტებია, თუმცა პიარი ტყულს ვერ იტანს. პიარი ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჟურნალისტს საქმიანობაში.“

 

 

ჟურნალისტები საკუთარ პროფესიაზე

 

საბა წიწიკაშვილი, "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი":

"კარგი ჟურნალისტისთვის აუცილებელია შემდეგი 3 რამ: პირველი ეს არის მცდელობა გაარკვიოს სიმართლე, რაც პირდაპირ კავშირშია ჟურნალისტის კეთილსინდისიერებასთან. მეორე ეს არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რამაც ასეთი მცდელობების განოხრციელების საშუალება უნდა მისცეს და მესამე ეს არის ცოდნა. ვგულისხმობ ზოგად განათლებას."

ლელა ლობჟანიძე, ტ/კ "თრიალეთი":

"ჩვენთვის ჟურნალისტიკა ასოცირდება დიდ შრომასთან, პროფესიონალიზმთან და რაც მთავარია, ობიექტურობასთან. ყველა დღე მნიშვნელოვანი, განსხვავებული და საინტერესოა ჟურნალისტისათვის. მთავარი, რაც არის ამ პროფესიაში, არის თავისუფლება, რაც ჩვენ გაგვაჩნია".

ნინო დალაქიშვილის, "ამერიკის ხმა":

„როცა ჟურნალისტს სურს ღირსეული მიმართულებით იაროს, დროთა განმავლობაში უყალიბდება გარკვეული პრინციპები. ჩემი აზრით, მთავარია შენს სინდისთან იყო მართალი.“

ელზა ელბაქიძე:

"თანამედროვე ქართული მედია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, უმეტესად ორიენტირებულია  მშრალი,  ზედაპირული ან/და სკანდალური ამბების შექმნაზე,  რაც ამა თუ იმ საკითხზე მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას მოიცავს და საზოგადოებაც მშრალ, ანალიზმოკლებულ მედიანაწარმს იღებს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, იმისთვის, რომ „რეიტინგი დაიდოს“ სკანდალები დღესაც გვიყვარს. თუმცა თუ რამდენიმე წლის წინანდელსა და დღევანდელ ქართულ მედიას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ცვლილება დიდია. ვიზრდებით და რაღაცებს ვსწავლობთ". 

თამუნა მოსიაშვილი, ტ/კ "დია":

 

"ჟურნალისტი ყოველთვის უნდა იყოს შემართული და რაც მთავარია, პრონციპული საკუთრ საქმიანობაში".

 

ნათია ომაძე, რადიო "მოზაიკა":

„რადგან არსებობს ქართული ჟურნალისტიკის დღე, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს ჟურნალისტს, რომ იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და მუდამ ფიქრობდეს პროფესიოულ განვითარებაზე“.

 

 

 

 

 

ცნობა ამ დღის შესახებ: 

ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლოვად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღის 21 მარტს აღნიშნვნა 1918 წელს „ქართული გაზეთის“ პირველი ნომრის გამოსვლას უკავშირდება.

 

Read 846 times Last modified on Last modified on მარტი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი