დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გორში 10 ნერგი დარგეს

მარტი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს გორშიც. კამპანიას, „რას ვმატებ საზოგადოებას“ გორი რამდენიმე ღონისძიებით შეუერთდა.

პირველი აქცია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში მოეწყო. გამწვანებისა და სკვერის განაშენიანების მიზნით, დაუნის სინდრომის მქონე პირებმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან 10 სხვადასხვა სახეობის ხე დარგეს. ნერგებს კი, სიმბოლურად სპეციალურად დამზადებული წინდის ფორმის ფიგურები შეაბეს.

ღონისძიებებია ასევე დაგეგმილი გორის კულტურის ცენტრშიც. ამ სინდრომის მატარებლების მონაწილეობით რამდენიმე წარმოდგენა გაიმართება. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2012 წელს აღიარა

Read 1367 times Last modified on Last modified on მარტი 21 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი