გორის მერიამ საბავშვო ბაღებისთვის ფართების დაქირავებაში 65 173 ლარი დახარჯა

ნოემბერი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის 7 საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობებში ფუნქციონირებს, სადაც სულ 700-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ამის მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში ძველი შენობების ავარიული მდგომარეობაა.

გასული წლის მონაცემებით ამ მიზნით ბიუჯეტიდან სულ 65 173 ლარი დაიხარჯა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება და ქირისთვის გათვალისწინებული თანხების გამოთავისუფლება. 

მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი შენდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ახალი შენობები გაიხსნა.

ამ დროისთვის ნაქირავებ შენობაში განთავსებულ საბავშვო ბაღებში ქალაქის მასშტაბით 424 აღსაზრდელი ირიცხება, სოფლად კი - 272 ბავშვი.

ნაქირავებ საბავშვო ბაღებში სულ 42 აღმზრდელი და 21 აღმზრდელის თანაშემწე მუშაობს.

Read 207 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი