Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 20 ნოემბერი 2019 16:19

გორში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმების შესახებ კამპანიის ფარგლებში ღონისძიება მიმდინარეობს 

Rate this item
(0 votes)

გორის უნივერსიტეტის წინ, ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ კამპანიის ფარგლებში ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები და დაინტერესებული ადამიანები ესწრებიან.

კამპანიის მიმდინარეობისას საუბარი შეეხება იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ.​ 

კამპანიის პირველ დღეს დაგეგმილია:

  • საუბარი ციფრული შეტყობინებები ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე;
  • DJ ლაივ შესრულება;
  • კვირეულის გეგმის გაცნობა;
  • მანიფესტის ტექსტის გაცნობა მოქალაქეებისთვის; 
  • ინსტალაცია "ძალადობის წრე";
  • პრობლემატიკის ბანერზე მოქალაქეების აზრის დაფიქსირება; 
  • პეტიციაზე ხელმოწერა. 

 

სამ დღიანი კამპანიის ფარგლებში, გორის გარდა ღონისძიებები 21 და 22 ნოემბერს თელავში და ქუთაისშიც გაიმართება. კამპანია USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

Read 650 times