Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 20 ნოემბერი 2019 14:28

გორში, შვილის თმის მოქაჩვის გამო მშობელი დაისაჯა

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა საქმე, რომლის მიხედვით, მშობელს ბრალად ედებოდა 17 წლის შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება.

პროკურორი ბრალდებულს 3 ეპიზოდში სდებდა ბრალს. კერძოდ:

  1. შელაპარაკების გამო, შ--–-- ს---–---–---–მა არასრულწლოვან შვილს - ა-- ს---–---–---–ს ხელი დაარტყა სახეში;
  2. 3 თვის შემდეგ, კვლავ შელაპარაკების გამო, შ--–-- ს---–- --–---–მა ა-- ს---–---–---–ს ხელი დაარტყა თავში;
  3. დაახლოებით 22 საათზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, 17 წლის შვილს - ა-- ს---–---–---–ს მოქაჩა თმაზე და ხელი დაარტყა სახეში. ამავე დროს, მშობელი შვილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

დაზარალებულმა და მოწმეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. თავად ბრალდებულმა მშობელმა კი, მხოლოდ თმის მოქაჩვის ეპიზოდი აღიარა. დაზარალებულს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

"უჩივის ქალას რბილი საფარის ტკივილს. კეფის მიდამოში, ქვედა მესამედში, თმოვანი საფარველის ქვეშ აღენიშნება უსწორო, 3,5-3 სმ ზომის, გაფანტული ხასიათის, მუქი მოწითალო სისხლჩაქცევა", - ირკვევა ექსპერტიზიდან.

საბოლოოდ, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მხოლოდ თმის მოქაჩვის ფაქტი მიიჩნია სარწმუნოდ და შესაბამისი სასჯელიც აქედან გამომდინარე მიუსაჯა ბრალდებულს.

მშობელს 17 წლის შვილისთვის თმის მოქაჩვის გამო, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 200 საათის ვადით, მიესაჯა.

Read 713 times