Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 19 ნოემბერი 2019 12:29

გორის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" აქციის მონაწილეებს დასცინის

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" შოთა ვანიშვილი, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეების დამცინავ სტატუსს აზიარებს.
გარდა ამისა, შოთა ვანიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მადისკრედიტირებელ და უხამსობის შემცველ ფოტოსაც ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, 18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ, 18 პირი დააკავეს. რობოკოპებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი, რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს, რის შემდეგაც, პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩატარდა.
Read 2171 times