Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 16 ნოემბერი 2019 13:45

როგორ გავხდეთ პროექტის "DRIVE Democracy" მონაწილე

Rate this item
(0 votes)

გორში ახალი პროგრამა იწყება, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტრენინგებს ინტენსიურ კურსს და სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩართვას სთავაზობს.

პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებსა და სამოქალაქო კონგრესებში.

რა არის პროექტის მიზანი?

პროგრამა ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და გაძლიერების ნიადაგზე, მათი საჭიროებების წინა პლანზე წამოწევას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაუჯობესებას და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების/საჭიროებების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია ზოგადად, პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში.

როგორ გავხდეთ პროგრამის მონაწილე?

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის ცხადდება აპლიკაციების მიღება გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ შესაბამისი ელექტრონული აპლიკაცია 24 ნოემბრის ჩათვლით.

აპლიკაციის შევსება და პროგრამაში მონაწილეობის პირობების გაცნობა შეგიძლიათ აქ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd-6tqRurbO7ZryWeQdj6ZXRMtPzf8WhE83MHubzIhFxUD_-Q/viewform?fbclid=IwAR3ftOCmmyC1JBNZlJcRDc7689O53pb9cOEAPN8m4RZZTU06LPTK414A-2U

ვინ ახორციელებს პროექტს? 

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, ახორციელებს ახალ პროგრამას - “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის” (DRIVE Democracy).

 

Read 657 times