გორელ ახალგაზრდებს წარმატებული დასაქმებისთვის ტრენინგები ჩაუტარდათ 

ნოემბერი 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის უნივერისტეტში გორში და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგები ჩატარდა. 

ტრენინგების ციკლი არასამთავრობო ორგანიზაცია "შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმმა" და საერთაშორისო ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" მხარდაჭერით განახორციელა. 

"5 დღიან ტრენინგების ციკლში, ჩართულები იყვნენ გორში და გორის რაიონებში მცხოვრები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. ტრენინგები ხორციელდება პროექტის "უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ორიენტირებულია ახალგაზრდებში იმ უნარების და კომპეტენციების ზრდაზე, რაც მათ სამომავლოდ შეუწყობს ხელს წარმატებით დასაქმებაში." 

ახალგაზრდები ხუთი დღის განმავლობაში გაეცნენ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრის, სწავლის სწავლის, თვითპრეზენტაციისა და მეწარმეობის პრინციპებს. 

Read 312 times Last modified on Last modified on ნოემბერი 15 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი