Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 13:29

ქართლის ქარის ელექტროსადგური 14 400 000 დოლარად გაიყიდა

Rate this item
(0 votes)

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100% იანი წილის გასხვისების აუქციონში კომპანია შპს „საქართველოს ქარის კომპანიამ“ გაიმარჯვა, რომელმაც შეძენის ფასი 14,400,000,00 აშშ დოლარი დააფიქსირა.

როგორც ცნობილია, სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100%იანი წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის მიზნით, განაცხადი 16 სექტემბერს გამოქვეყნდა და სააუქციონო დოკუმენტაცია ცხრა კომპანიამ გაიტანა.

ამავე თემაზე: ქარის ელექტროსადგური გორთან - ფოტოები

კომპანიის საბაზრო საწყისი ღირებულება 14, 250, 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

ინფორმაციისთვის, ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.

Read 968 times