Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 12:04

გორელი მაჟორიტარები პროპორციულის ჩაგდებაზე კომენტარს არ აკეთებენ

Rate this item
(0 votes)

გორელი მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, რადიო "მოზაიკას" ზარებს არ პასუხობენ.

მეორე დღეა, რადიო "მოზაიკა" იოსებ მაკრახიძესთან და თემურ ხუბულურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა არც ერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

გორელმა პარლამენტრებმა გუშინდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პროპორციულ სისტემაზე საკუთარი აზრი იოსებ მაკრახიძემ რადიო "მოზაიკასთან" ივლისში დააფიქსირა და თქვა, რომ პარტიის საერთო გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებდა.

"მე მაჟორიტარულ სისტემას ვემხრობი, მე ვარ პარლამენტში გორის წარმომადგენელი და ასეა თუ ისე, მოსახლეობის პრობლემებს ვეცნობი და გარკვეული შუამდგომლობით ვეხმარები ამომრჩეველს. მე არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი დალაგდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროა. ჩემი აზრით, ამ მხრივ ჯერ უამრავი ხარვეზია გამოსასწორებელი. მიუხედავად ამისა, რადგან გუნდმა ასე გადაწყვიტა, მე მათ წინააღმდეგ არ წავალ", - გვითხრა ოთხი თვის წინ გორის მაჟორიტარმა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩვენების პროპორციული სისტემით ჩატარება ხელისუფლების ის დაპირება იყო, რომელიც თითქმის ერთთვიანი უწყვეტი აქციების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს.

გუშინ კი, საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო.

ამავე თემაზე: მაკრახიძე: მაჟორიტარულ სისტემას ვემხრობი, მაგრამ მხარს პროპორციულს დავუჭერ

გორელმა მაჟორიტარებმა პროპორციულის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

Read 597 times Last modified on პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 12:14